ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი ავღანეთში


თავდამსხმელი ინციდენტის შემდეგ თალიბების ძალებს შეუერთდა

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, პოლიციის მეთაურმა ჰელმანდის პროვინციის სანგინის რაიონში ამერიკის სპეცდანიშნულების რაზმის სამი ჯარისკაცი მოკლა. ეჭვმიტანილმა თავდაპირველად სამივე ამერიკელი საკუთარ საგუშაგოზე ვახშამზე მიიპატიჟა. ინციდენტის შემდეგ კი მიიმალა.

ამერიკელი სამხედროები ადასტურებენ, რომ ავღანელს არმიის უნიფორმა ეცვა.
თალიბებმა უკვე სპეციალური განცხადება მიუძღვნეს მომხდარს და განაცხადეს, რომ თავდამსხმელი ინციდენტის შემდეგ თალიბების ძალებს შეუერთდა.
აღნიშნული შემთხვევა მიმდინარე კვირას რიგით მესამე ინციდენტია, როდესაც ამერიკელებს ავღანელი კოლეგები უხსნიან ცეცხლს.
XS
SM
MD
LG