ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ


ნატოს ინფორმაციით, ხუთშაბათს შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ავღანელი ჯარისკაცი, ერთი ავღანელი მოქალაქე და შვიდი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ავღანეთის განცხადებით, ვეტმფრენი ყანდაარის პროვინციაში შაჰ ვალი კოტის რაიონში ჩამოვარდა. გამოძიება კატასტროფის დეტალებს არკვევს. ნატო კონკრეტულ დეტალებს მომხდართან დაკავშირებით არ ავრცელებს.

თალიბებმა უკვე აიღეს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით. ანალოგიური შემთხვევა მოხდა მარტში, როდესაც თალიბებმა ავღანეთის დედაქალაქთან ახლოს, ნატოს შვეულმფრენი ჩამოაგდეს. ვეტმფრენი შენობას დაეცა, რის შედეგადაც 12 თურქი სამხედრო და ოთხი ხმელეთზე მყოფი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG