ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ტერორისტული ჯგუფი დააკავეს


ჯგუფის სამიზნე პარლამენტის შენობა და მეორე ვიცე-პრეზიდენტის, მუჰამედ ქარიმ ხალილის საცხოვრებელი სახლი იყო

ავღანეთის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, უშიშროების ძალებმა 5 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ქაბულში თვითმკვლელ ტერორისტთა რამდენიმე აფეთქებას გეგმავდნენ. ჯგუფის სამიზნე პარლამენტის შენობა და მეორე ვიცე-პრეზიდენტის, მუჰამედ ქარიმ ხალილის საცხოვრებელი სახლი იყო. იარაღთან ერთად ჯგუფს ავღანური არმიის ფორმა, ყალბი პირადობის მოწმობები და შაჰიდის ქამრები უპოვეს.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ტერორისტი პაკისტანის მოქალაქეა. ავღანეთი დიდი ხანია პაკისტანს თალიბანის ისლამისტი წევრების თავშესაფრით უზრუნველყოფაში ადანაშაულებს. ისინი დასავლეთის მხარდაჭერით ძალაუფლებაში მოსული ავღანური მთავრობის და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ჩამოგდებას ისახავენ მიზნად.
XS
SM
MD
LG