ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკების პროცესი თალიბანთან


ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ავღანეთიდან ნატოს ჯარების გასვლის შემდეგ ორივე ქვეყანას დიდი პრობლემები ელის

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
გუშინ ბრიტანეთში ავღანეთის და პაკისტანის ლიდერთა შეხვედრა გაიმართა. მათი განცხადებით, ისინი ვალდებულნი არიან ავღანეთში მომდევნო ექვს თვეში ვითარების მშვიდობიან დარეგულირებას მიაღწიონ. დეტალებს ლონდონიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი არკვევდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის ორგანიზებით, ლონდონში ავღანურ-პაკისტანური შეხვედრის მესამე რაუნდი გაიმართა, რომელსაც დაზვერვის და სამხედრო უწყებების ხელმძღვანელები პირველად დაესწრნენ. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ დადგა თალიბანთან მოლაპარაკების დაწყების დრო.

„პაკისტანი იწონებს ამ კონცეფციას, რომელიც მშვიდობას შეეხება, რომ დავიწყოთ თალიბანთან დიალოგი. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ და ამ პროცესს მივეხმარებით. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გამოსავალი ომიდან, რაც ძალიან აზიანებს ჩვენს ქვეყნებს,“ - განაცხადა პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ.

თალიბანთან დიალოგს მხარი დაუჭირა ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმაც.

„იმედი მაქვს, რომ თალიბანი გამოიყენებს ამ შანსს, რათა ჩაერთოს მშვიდობის პროცესში, რადგან ყველას მოგვეცეს ავღანეთში აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის საშუალება,“ - განაცხადა ავღანეთის ლიდერმა.

როგორც ცნობილია თალიბანი ყატარის დედაქალაქში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს, თუმცა მოლაპარაკება ამ საკითხზე ჯერჯერობით არ დაწყებულა. გარეტ პრაისი ლონდონის ჩეთემ ჰაუსის ანალიტიკოსია.

„დასავლეთის ნების გარეშე ამ საკითხზე პასუხი პოლიტიკური დარეგულირების სიღრმეში უნდა ვეძიოთ. აქამდე საუბრები იყო თალიბანის ოფისის გახსნაზე საზღვარგარეთ. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა,“ - განაცხადა გარეტ პრაისმა.

მისი თქმით, დასავლეთს გაუცრუვდა იმედი, რომ თალიბანზე სამხედრო გამარჯვებას მოიპოვებდა. მოლაპარაკების მიზანი კი ის იქნება, რომ 2014 წლსი შემდეგ, როდესაც ავღანეთს ნატოს ჯარები დატოვებენ, ქვეყანაში სამოქალაქო ომი არ დაიწყოს. 2013 წლის ბოლოსთვის ავღანეთს ბრიტანული კონტინგენტი დატოვებს. 3800 ბრიტანელი ჯარისკაცი საშობლოში დაბრუნდება. თალიბანთან მოლაპარაკების დაწყებას მხარი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმაც დაუჭირა.

ავღანეთში მშვიდობის დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია პაკისტანისთვისაც. აღსანიშნავია, რომ პაკისტანში მაისში არჩევნებია დაგეგმილი. საარჩევნო კამპაანია ძალადობის ფონზე მიმდინარეობს. ავღანეთში კი არჩევნები მომავალი წლის აპრილში გაიმართება. ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ მონაწილეობას აღარ აპირებს. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ავღანეთიდან ნატოს ჯარების გასვლის შემდეგ ორივე ქვეყანას დიდი პრობლემები ელის.
XS
SM
MD
LG