ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი სამიტს მასპინძლობს, რომელსაც ავღაანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ესწრებიან.
ეს რიგით მესამე სამიტია, რომელსაც სამი ქვეყნის ლიდერი შარშან ივნისის შემდეგ მართავს. პირველი შეხვედრა ქაბულში გაიმართა, შემდეგ ნიუ იორკში და უკანასკნელი სამიტი კი ლონდონში მიმდინარეობს.
ბრიტანეთი ცდილობს, პაკისტანსა და ავღანეთს შორის თანამშრომლობა გააღრმავოს, რათა ორივე ქვეყანა მზად იყოს 2014 წელს ავღანეთიდან ნატოს ჯარების გამოსვლისთვის.
პრეზიდენტმა კარზაიმ ბრიტანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ავღანეთის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში უსაფრთხოების დონე გაცილებით მაღალი იყო 2006 წელს ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების დისლოცირებამდე. მან ასევე დასძინა, რომ ავღანელ ხალხს საკუთარი ქვეყნის აშენება სურს და ის ნაკლებად აღელვებს, თუ რამდენად წარმატებულად შეაფასებს დასავლეთი საკუთარ ოპერაციას მათ ქვეყანაში.