ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა


თალიბები ღიად აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ავღანეთში ძალადობა გაიზრდება

ავღანეთში ბაზრის ტერიტორიაზე თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა.

ფარიაბის პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, ქალაქ მაინანაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს 40 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ტერაქტი წინ უძღვის 5 აპრილს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს.
პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით საკუთარ თავზე არავის აუღია.

ბოლო დროს თალიბები ღიად აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ავღანეთში ძალადობა გაიზრდება.

თალიბთა შეტევები მიმართულია ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის წინააღმდეგ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უმაგრებს ზურგს.
XS
SM
MD
LG