ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ყანდაარის პროვინციაში თალიბები პოლიციის საგუშაგოს დაესხნენ თავს და 7 ოფიცერი მოკლეს.
ყანდაარის გუბერნატორის განცხადების თანახმად, საგუშაგოზე მყოფმა პოლიციელებმა ორი კაცი სუფრაზე დაპატიჟეს, რომლებმაც სადილის შემდეგ მოულოდნელად იარაღს სტაცეს ხელი და ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის თანამშრომლებს.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელები ასევე პოლიციის ოფიცრები იყვნენ, რომლებმაც შემთხევის ადგილიდან მიმალვა მოასწრეს.
თავდასხმაზე პასუხიმგებლობა თალიბებმა იკისრეს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში ავღანეთის არმიის 14 ჯარისკაცი მოკლეს.