ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელ თარჯიმნებს ბრიტანეთში ცხოვრების უფლება მიენიჭათ


ავღანელ თარჯიმნებს, რომლებიც ფრონტის ხაზებზე მუშაობდნენ, სულ მცირე ერთი წლის მანძილზე ბრიტანეთში მუშაობის უფლება მიეცემათ.

ოფიციალური ლონდონის განცხადებით, 600-მდე ავღანელ თარჯიმანს, რომლებიც ავღანეთში ბრიტანელ სამხედროებთან ერთად მუშაობდნენ, დიდ ბრიტანეთში დასახლების საშუალება ექნებათ.

ინიციატივის მიხედვით, თარჯიმნებს, რომლებიც ფრონტის ხაზებზე მუშაობდნენ, სულ მცირე ერთი წლის მანძილზე და მათ ოჯახებს ხუთწლიანი ვიზები მიეცემათ და ბრიტანეთში დასაქმების უფლებაც ექნებათ. თარჯიმნები აცხადებენ, რომ მათ მიმართ არსებობს თალიბების თავდასხმის საფთხე, რადგანაც უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობდნენ.

პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ კოალიციის ძალებში გასვლამ საფრთხის ქვეშ არ უნდა დააყენოს ის ადამიანები, ვინც მათ სამხედროებს ეხმარებოდა.
XS
SM
MD
LG