ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა ქაბულს შეუტიეს


თალიბებმა ქაბულს შეუტიეს
თალიბებმა ქაბულს შეუტიეს

ავღანეთში თალიბმა მეამბოხეებმა ქაბულში რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს. ისინი შაჰიდის ქამრებით და ნაღმტყორცნებით იყვნენ შეირაღებულნი. თავდასხმები განხორციელდა ნატოს შტაბბინაზე, შეერთებული შტატების საელჩოზე და ავღანეთის დაზვერვის შენობაზე. ქაბულში ამ დრომდე ისმის აფეთქებების ხმები. ოფიციალური პირების განცხადებით, შეტაკების შედეგად ორი მეამბოხე და პოლიციის ოფიცერია დაღუპული. ავღანეთის პოლიციის ცნობით, ხუთამდე ამბოხებული სავაჭრო ცენტრის შენობაში შეიჭრა, სადაც სამიზნეების მიმართულებით დაიწყეს სროლა. ქაბულში შერთებული შტატების საელჩომ დაადასტურა თავდასხმის ფაქტი, თუმცა მათი განცხადებით შეტევების შედეგად არავინ დაღუპულა. მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

„ჩვენ ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას. დარწმუნებულნი ვართ ავღანეთის უშიშროების ძალების შესაძლებლობაში. ჩვენ მოწმენი ვართ, რომ თალიბანი ცდილობს გამოცადოს ავღანეთის ძალების შესაძლებლობა. თუმცა მათ არ შეუძლიათ შეაჩერონ ავღანეთის ძალებისთვის პასუხისმგებლობის გადაბარების პროცესი,“ - განაცხადა რასმუსენმა.

XS
SM
MD
LG