ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, შიიტურ მეჩეთში ბომბის აფეთქების შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება ქაბულის ცენტრში, აბულ დაზელის სალოცავთან მოხდა, როცა შიიტი პილიგრიმები აშურას დღესასწარულის დაწყებასთან დაკავშირებით სალოცავად იყვნენ შეკრებილი.
პოლიციის განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ინციდენტის შედეგად 100ზე მეტი ადამიანი დაშავდა. თქვითმხილველების ცნობით, ადგილობრივ საავადმყოფოებს უჭირს დაშავებული ადამიანებისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა:
„ავღანეთში ეს პირველი შემთხვევაა, როცა რელიგიურ დღესასწაულზე ამ მასშტაბის თავდასხმა ხდება. მე გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯამრთელებას ვუსურვებ.“