ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთი მსოფლიო ოპიუმის 90 პროცენს აწარმოებს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებისა და დანაშაულის სამსახური აცხადებს, რომ ავღანეთში ოპიუმის წარმოება მესამე წლია სტაბილურად მატულობს. ავღანეთი მსოფლიო ჰეროინის მარაგის 90 პროცენტს აწარმოებს.

გაეროს ინფორმაციით, ოპიუმის წარმოება ავღანეთის ყველაზე არასტაბილურ რეგიონებში მიმდინარეობს, სადაც შეერთებული შტატების საჯარისო დანაყოფების რაოდენობის გაზრდამ თალიბანის პოზიციები შეარყია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ყანდაარისა და ჰელმანდის პროვინციები ყველაზე აქტიურად აწარმოებს ოპიუმს. შარშან ცუდი ამინდის გამო ყაყაჩოს ნათესები გაფუჭდა, რის შედეგადაც ბაზარზე ოპიუმის ფასი გაიზარდა. ფასის გაზრდამ კი წელს უფროო მეტ გლეხს უბიძგა მცენარის კულტივაციისკენ.

გაერო აცხადებს, რომ მზარდი ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ ავღანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ ანტი-ნარკოტიკურლ პოლიტიკას შედეგი არ აქვს.
XS
SM
MD
LG