ავღანეთის კუნარის პროვინციაში ნატოს ავიაციის დაბომბვის შედეგად 10 ბავშვი დაიღუპა. ავღანეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, ნატოს ავიაციის სამიზნე ერთ-ერთი სახლი იყო, საიდანაც ავღანეთის არმიის და ნატოს ჯარისკაცებს გაუხსნეს ცეცხლი. დაბომბვის დროს მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად თალიბების 6 მებრძოლი დაიღუპა.
დღესვე ავღანეთში ამერიკელთა სამხედრო კოლონა ააფეთქეს. აფეთქებას სამი ჯარისკაცის, ამერიკელი დიპლომატის, პენტაგონის თანამშრომლის და მათი თანმხლები ავღანელი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ერთი ამერიკელი ავღანეთის აღმოსავლეთში მოკლეს.
აღსანიშნავია, რომ ეს მოვლენები ავღანეთში შეერთებული შტატების შტაბების უფროსის გენერალ ჯონ დემპსის ვიზიტს დაემთხვა.