ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსხვერპლი ავღანეთში


ინციდენტის შედეგად დაიღუპა კოალიციის სამი ჯარისკაცი

ნატოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პირმა ცეცხლი გაუხსნა კოალიციის წევრებს, რის შედეგადაც 3 ჯარისკაცი დაიღუპა. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მიმდინარაეობს სამხრეთ ავღანეთში მომხდარი ზემოხსენებული ინციდენტის გამოძიება. ადგილობრივ ძალოვნებთან თანამშრომლობით ხდება თავდამსხმელის ამოცნობა.

თავდასხმა ნატოს სამხედროებზე თალიბი მეამბოხეების მხრიდან არ არის იშვიათი შემთხვევა ავღანეთში. თვის დასაწყისში კიდევ ერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, სადაც თავდამსხმელი ასევე ავღანელი ჯარისკაცის ფორმაში იყო ჩაცმული. მთელი წლის განმავლობაში ეს უკვე მეორმოცე შემთხვევაა.

XS
SM
MD
LG