ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე


სამხედრო ბაზაზე ბრიტანეთის სამეფო ტახტის ერთ-ერთი მემკვიდრე, უფლისწული ჰარი იმყოფება

ავღანეთში განლაგებულ ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, აშშ-ის არმიის ორი საზღვაო ქვეითი დაიღუპა. ჰელმანდის პროვინციაში, სამხედრო ბაზაზე, სახელად „კემპ ბასტიონი", ბრიტანეთის სამეფო ტახტის ერთ-ერთი მემკვიდრე, უფლისწული ჰარი იმყოფება.

როგორც სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, თავდამსხმელებმა ბაზაზე იერიში ნაღმტყორცნებითა და რაკეტებით მიიტანეს. უფლისწულ ჰარის საფრთხე არ დამუქრებია. ავღანეთში ის ვერტმფრენის პილოტადაა დისლოცირებული. თალიბანმა სამეფო ტახტის მემკვიდრის მკვლელობის პირობა დადო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა ის დღევანდელი თავდასხმის სამიზნე.

XS
SM
MD
LG