ავღანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ გზის პირას ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად 4 ავაღანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს აფეთქება ყანდაარის პროვინციაში მოხდა.
ქვეყნის სამხედრო ძალებზე თავდასხმის მიზნით თალიბები ხშირად იყენებ მიწაში ჩამონტაჟებულ ნაღმებს . თუმცა უმეტეს შემთხვევში ნაღმების აფეთქების შედეგად სამოქალაქო პირები იღუპებიან.
მიმდინარე თვის დასაწყისში ნატოს მთავარსარდალმა გენერალმა დევიდ პეტრაეუსმაბოდიში მოიხადა კუნარის პროვინციაში მომხდარ საჰაერო დარტყმასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც 9 ბავშვი გარდაიცვალა. ქვეყნის პრეზიდენტმა გააფრთხილა ნატო რომ თუ მსგავსი შემთხვევა კიდევ მოხდება ავღანეთსა და ნატოს შორის ურთიერთობა დაიძაბება.