თალიბანი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმდინარე ორმხრივი „სერიოზული დისკუსიები“ ავღანეთიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანას ემსახურება და ამ ინფორმაციის საწინააღმდეგო ცნობები „პროპაგანდაა“.
სამდღიანი დისკუსია, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარეობდა დღეს დასრულდა. პაკისტანის განცხადებით, ილსმაბადმა ამბოხებულებთან შეხვედრის ორგანიზებას ხელი შეუწყო, რათა ვაშინგტონის მხრიდან 17 წლიანი ომის დასრულების მცდელობას დახმარებოდა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის განცხადებით, მისი ქვეყანა „ყველაფერს გააკეთებს“, რათა სამშვიდობო პროცესს ხელი შეუწყოს.
პაკისტანის მთავრობის მაღალჩინოსნის მიერ "ამერიკის ხმისთვის" მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აბუ-დაბის მოლაპარაკებები პირველია, როდესაც შეხვედრებს ორივე ავღანეთის მთავრობის ოფიციალური პირები და თალიბანის ამბოხებულები ესწრებიან.
ამერიკის მხარეზე მოლაპარაკებებს სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთის საკითხებში ზალმაი ხალილზადი წარმართავს. ამ დრომდე, შეხვედრის გარშემო არსებული ინფორმაციის ერთადერთი წყარო თავად თალიბანია.
ტრამპის ადმინისტრაციამ ისლამაბადზე ზეწოლა გაზარდა, რათა პაკისტანი თალიბანს უფრო მტკიცედ ესაუბროს. პაკისტანის წარმომადგენლები ამ ცნობებს უარყოფენ, და ამბობენ, რომ მათი ჯარისკაცები ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონში თალიბანის ამბოხებულებს ებრძვიან.
Facebook Forum