ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინზინგერი: საქართველოში შეჭრით პუტინმა საკუთარი მოტივები დაგვანახა


ადამ კინზინგერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე
ადამ კინზინგერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში კონგრესმენი ადამ კინზინგერი, რომელიც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, ამბობს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრამ მსოფლიოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნამდვილი ზრახვები დაანახა.

„ჩვენ ვიცით, როგორი დიქტატორია ვლადიმირ პუტინი, და როგორი ძალაუფლება სურს მას. ჩვენ ვიცით, რომ ის არაფრის ფასად არ გაჩერდება ამის მისაღწევად. ათლწლეულების განმავლობაში, რუსეთი ახდენს პროვოკაციას და თავს ესხმის დასავლურ ინსტიტუტებს და ღირებულებებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. 11 წლის წინ, რუსეთმა საქართველოზე თავდასხვმა განახორციელა და მსოფლიოს პუტინის რეალური მოტივი აჩვენა - გაანადგუროს დემოკრატია ყველგან, სადაც კი შეძლებს. შეერთებული შტატები და ჩვენი თავისუფლების მოყვარე მოკავშირეები უნდა აღუდგნენ წინ რუსულ აგრესიას და მორალურობის, თავისუფლების და კანონის უზენაესობის უხეშ უგულველყოფას".

კონგრესმენმა ასევე დასძინა, რომ "ამ კვირას, როცა ჩვენ ხუთდღიან ომს ვიხსენებთ, მოდით, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი - და ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა ქართველ ხალხს“.

კონგრესმენმა კინზინგერმა საქართველოს მეგობართა ჯგუფის რესპუბლიკელი თანათავმჯდომარის პოზიციაზე კონგრესმენი ტედ პო იანვარში შეცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG