ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია ჰიუმან რაითს ვოჩი გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს წარმომადგენელს მოუწოდებს ავღანეთში გაზარდოს მონიტორთა რიცხვი.
მიმდინარე კვირას, ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ჟენევაში ყოველწლიურ შეხვედრას გამართავს.
ჰუმან რაითს ვოჩის განცხადებით, ავღანეთში კვლავ გრძელდება ადამიანის უფელბების დარღვევები, ქვეყანაში სადაც შეიარაღებული ჯგუფების კონტროლის ქვეშ არის სხვადასხვა რეგიონი და იქ განსაკუთრებით იზღუდება ქალებისა და გოგონების უფლებები.
ჰიუმან რაითს ვოჩმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა გაზარდოს დამკვირვებელთა რიცხვი ავღანეთში. ჯგუიფი აცხადებს, რომ ეს ზომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.