მოსკოვში გაიხსნა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სადაც მხარეები რუსული ბაზების გაყვანის საკითხზე მსჯელობენ.
ინტერფაქსის საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იგორ სავოლსკი აცხადებს, რომ ბაზებთან დაკავშირებით, მოსკოვი თბილისს ახალ წინადადებებს სთავაზობს. მისი ინფორმაციით, ამ წინადადებებთან დაკავშირებით დეტალების შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში დამატებითი განცხადებები არ გაკეთდება. თუმცა, რუსული მხარის განცხადებით, კრემლი, ამ წინადადებების გაკეთების მომენტში ქართული მხარის ინტერესებს ითვალისწინებდა.