ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრასბურგი: სააკაშვილი  ცხინვალს ფართო ავტონომიას სთავაზობს - 2005-01-26


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის რეგიონისთვის უფრო ფართო ავტონომიის მინიჭებას გეგმავს. ეს განცხადება მან 26 იანვარს, სტრასტბურგში ევროპელი კანონმდებლების წინაშე გააკეთა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განმარტა, რომ გეგმა ამ რეგიონის ადგილობრივი მთავრობისა და პოლიციის არსებობის უფლებას ითვალისწინებს. საქართველოს ლიდერმა ევროსაბჭოს სესიაზე განაცხადა, რომ იგი მსგავს გარიგებას ვერ შესთავაზებს აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონს, რამეთუ იქ ადრინდელი მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ არავინ ეგულება, ვისთანაც მოლაპარაკებების დაწყება შეიძლება.

XS
SM
MD
LG