<!-- IMAGE -->
პანამის ყოფილი დიქტატორი მანუელ ნორიეგა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს ექსტრადიციის თხოვნის თანახმად საფრანგეთს გადასცა, დღეს პარიზში სასამართლოს წინაშე წარსდგა. მას ბრალად ედება ნარკოტიკებით ვაჭრობისგან მიღებული შემოსავლების გათეთრება.
76 წლის გენერალი, რომელიც პანამას 1981 წლიდან 1989 წლამდე მართავდა, პარიზში დღეს დილით ჩავიდა. იგი საფრანგეთის ავიახაზების რეისით ფლორიდის შტატიდან პარიზში გადაიყვანეს. როგორც მოსალოდნელია დღეს მოგვიანებით ფრანგი მოსამართლე ნორიეგას გამოსასყიდი თანხის შეტანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
ორშაბათს ნორიეგამ მაიამის ციხე დატოვა, სადაც იგი 17-წლიან პატიმრობას იხდიდა.