ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეალობა ყირგიზეთში


რეალობა ყირგიზეთში
რეალობა ყირგიზეთში
<!-- IMAGE -->

გასულ კვირას ყირგიზეთის პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის წინააღმდეგ მომხდარი ამბოხების შემდეგ, ქვეყანას ახლა დროებითი მთავრობა მართავს.
ამჟამად იქ სიმშვიდეა, თუმცა ყირგიზეთის დამკვირვებლები ყველაზე მთავარზე ლაპარაკობენ: ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის აუცილებლობა, რომლებმაც ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა უნდა დაასრულოს.
ამერიკის ხმის კორესოპონდენტი პიტერ ფედინსკი ბიშკეკიდან მოგვითხრობს

2005 წელს პრეზიდენტ ასკარ აკაევის დამხობის მიზნით მომხდარ სახალხო ამბოხებას ყურმანბეკ ბაკიევის მმართველობა მოჰყვა. ბაკიევის წინააღმდეგ მომხდარ სისხლიან შეტაკებებს კი გასულ კვირას 80ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დროებითი მთავრობის ლიდერები საკონსტიტუციო რეფორმების გატარებას ითხოვენ, რათა ყირგიზეთი საპარლამენტო რესპუბლიკად დამკვიდრდეს და პრეზიდენტის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება საბოლოოდ დასრულდეს.
დროებითი მთავრობის მეთაურის თანაშემწე ალმაზბეკ ათამბაევი აცხადებს, რომ აზიაში, განსაკუთრებით კი ყირგიზეთში, სამწუხარო ტენდენცია შეინიშნება, რომლის საშუალებით ქვეყნის მმართველები თავს ხანად ან ტირანად აცხადებენ.
დროებითი მთავრობის ერთერთი ლიდერის ათამბაევის განცხადებით, ყირგიზეთი საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა შედგეს, სადაც პრეზიდენტს მინიმალური ძალაუფლება ექნება. იგი ამბობს, რომ დღევანდელი გარდამავალი მთავრობის ლიდერები ამიტომაც სხვადასხვა მოდელს, მათ შორის გერმანულსა და თურქულს სწავლობენ და მათი მსგავსი სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ ფიქრობენ.
რამდენად რეალურია საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბება იქ, სადაც ლიდერები უკვე ახლა არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობენ. აქვს თუ არა ყირგიზ ხალხს საკმარისი პოლიტიკური კულტურა და კანონის უზენაესობის, არჩევნებისა თუ თავისუფალი მედიის უპირატესობის ცოდნა? უფრო დაწვრილებით ამის შესახებ ჩვენი აუდიო მასალიდან შეიტყობთ.


XS
SM
MD
LG