<!-- IMAGE -->
სნობიზმისგან დაცლილ ვაშინგტონს წელიწადში ერთხელ მდიდრულად მორთული საღამო ეპატიება. მითუმეტეს როცა საქმე ჰელენ ჰეისის სახელობის თეატრალური პრემიას ეხება.
ამერიკის დედაქალაქის 100 ზე მეტი თეატრი გაზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს მკაცრი განაჩენივით ელის.
დღეს გადაწყდება თუ ვინ და როგორ ითამაშა დიდი სცენაზე!
პაატა და ირინა ციქურიშვილების სინეტიკის თეატრს 26 დან 13 ნომინაცია აქვს.
საღამოს დიასახლის და პრემიის პრეზიდნეტი ლინდა გროსმანი სტუმრებს თავაზიანად ეგებება.
ლინდა გროსმანი:
“დღევანდელი საღამოსგან ყველაფერ კარგს მოველი, მიდან ყველამ იცოდეს რომ ვაშინგტონში თეატრალური ცხოვრება დუღს, ვიცი თქვენ სინეტიკის ტეატრს გულშემატკივრობთ, ემ მათ დიდი ხნაია ვიცნობ, მათ პიესის ახლებური ხედვა დაგვანახეს, ეს დიდი სიახლე იყო, მსახიობებს სრუალიად განსხვავებულ დატვირთვას აძლევენ.
-რამდენ ჯილდოს მიიღებენ თქვენი აზრით?
-ამა ყველა ერთად მოგვიანებით გავიგებთ!”
1900 წელს დაბადებული ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჰელენ ჰეისი ალბათ ბედნიერი იქნებოდა, რომ სცოდნოდა რომ მისი სახელობის ჯილდოს 26-ე ცერემონიალი ვაშინგტონის ვორნერის თეატრში გაიმართა, იქ სადაც 5 წლის ასაკში მისი თეატრალური დებიუტი შედგა.
პირველივე ნომიანცია და პირველი ჯილდოც, სინეტიკის თეატრი ახალგაზრდული სპექტაკლისთვის “მეთევზისა და ოქროს თევზის ამბავი” ჰელენ ჰეისის პირველი ჯილდოს მფლობელი ხდება.
1983 წლიდან თეატრალურ ოსკარად აღიარებული ჰელენ ჰეისის სპეციალური ჯილდო ედვარდ ელბის გადაეცა.
“ ვის ეშინია ვირჯინია ვულფის”, “სამი მაღალი ქალი” , “ზოოპარკი” და კიდევ ბევრი ცნობილი სცენარის ავტორი, პულიტცერის 3 ჯილდოს მფლობელი,
აღაირებით გათამამებული, თავს ხშირად რევოლუციური განცხადებების გაკეთების უფლებას აძლევს, მაგალითად საღამოს მსვლელობისას
მან კიდევ ერთხელ საჯაროდ დააფიქსირა საკუთარი ჰომოსექსუალისტობა.
ედვარდ ელბი:
“ნებისმეირი ჯილდოს მიღება კარგია, მიხარია რომ დამაფასეს და დღეს აქ ვარ,მართალი გითხრათ ცოტა რამ ვიცი ჰელენ ჰეისის დაჯილდოვების შესახებ, მაგრამ მიხარია რომ ახალგაზრდა დასებს ის გზას უკვალავს.”
ამასობაში სინეტიკ თეატრი ნომინაციაში საუკეთესო დასი მეორე ჯილდოს მფლობელი ხდება!
ამერიკული დაჯილდოვების ცერემონიალებისთვის ტრადიციულად ჰელენ ჰეისის 26-საღამოს განსაკუთრებული ნომინანტებისა და გამარჯვებულების გარეშე არ ჩაუვლია, მაგალითად საუკეთესო ქორეოგრაფად აღაირებული მაურის ჰაინესი მეტრო თეატრიდან:
სინეტიკ თეატრისთვის 2 ჰელენ ჰეისის ჯილდო 26-ე ცერემონიალის ბედნიერი რიცხვი აღმოჩნდა. ზედიზედ 3 წლის მანძილზე ჰელენ ჰეისის ჯილდოს მფლობელი ირინა ციქურიშვილი, ამბობს რომ ჯილდოებმა ბოლო წლებში გაათამამა და ამჯერად მას კონკურენტების გამარჯვება ახარებს.
ირინა ციქურიშვილი:
“ბოლო 3 წელი გათამამებული ვიყავი ნომინაციებითა და ჯილდოებით, ასე რომ ახლა სტიმული გამიჩნდა, რომ მომავალ წელს ჯილდო მივიღო და თავიდან გამიხარდეს!”
პაატა ციქურიშვილი:
“თქვენ ნახეთ რამდენი თეატრი იყო წარდგენილი და მათ შორის ცვენ საუკეთესო დასის ჯილდო მივიღეთ!”
ვაშინგტონის ცნობილი სტუდიო თეატრის თანადამაარსებელი ჯოი ზინამენი ამბობს, რომ სინეტიკს გასული წლების მანძილზე ბევრად მეტი ჯილდო ხვდათ წილად, მაგრამ დღევანდელი შედეგი დასაფასებელია.
“ უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ მე ნამყოფი ვარ 26-ვე დაჯილდოვებაზე, არაჩვეულებრივი განცდაა, როდესაც ყველა ერთ საღამოს ვიკრიბებით, 13 დან 2 ჯილდო კარგი შედეგია, მთავარი მაყურებლის აღიარებაა, სინეტიკის თეატრს კარგად ვიცნობ, მათ უსიტყვო, სრულაიდ ორიგინალური სტილი აქვთ და ვფიქრობ მომავალშიც გაგვაოცებენ! “
მსახიობი და “სინეტიკის თეატრის” ერთ-ერთი დამაარსებელი ირაკლი კავსაძე თვლის, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება მაინც მაყურებლის სიყვარულია.
“ჯილდოები კარგია, მაგრამ ყველაფერს არ ნიშნავს, ჩვენ ვხედავთ რომ მაყურებელს მოვწონვართ და ჩვენს სპექტაკლებზე სიარული უხარიათ, პირევლიდ აფასება სწორედ ეს არის.”
ჰელენ ჰეიზის 27-ე დაჯილდოვებამდე ერთი წელია.
მანამდე კი სინეტიკის თეატრს ბევრი სიახლე აქვს, ახლო მომავალში ვაშინგტონელი მაყურებელი სინეტიკისეულ მეტამორფოზას ნახავს!