დღეს ამერიკის განათლების სისტემაზე, კონკრეტულად კი ლოს ანჟელესის საჯარო სკოლებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
ქვეყნის განათლების მინისტრი, არნე დუნკანი სელმაში, ალაბამას შტატში ჩავიდა იმის გამოსაცხადებლად, რომ სტუდენტებს მთელი ამერიკის გარშემო კარგი განათლების მიღების ერთნაირი საშუალება უნდა ჰქონდეთ.
ამ განცხადებისთვის სამხრეთ ქალაქ სელმაში ჩასვლა სიმბოლურია. სწორედ აქ , 1965 წელს შეტაკება მოხდა პოლიციასა და ადამიანის უფლებათა დამცველებს შორის, სამართალდამცველებმა ასობით დემონსტრანტი დაუნდობლად სცემეს.
ვიზიტის შემდეგ, მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, რუსლინ ალიმ ლოს ანჟელესისს სკოლებში ინგლისური ენის შესწავლის საკითხი წამოაყენა.
მისი თქმით, ახლო მომავალში დაგეგმილი გამოძიება ნათელს ჰყოფს თუ რატომ აქვთ ლოს ანჟელესის სკოლებს დაბალი აკადემიური დასწრება.
“ვიცით რომ ლოს ანჟელესის საშუალოს სკოლებში ინგლისური ენის შესაწავლის და მიღწევების მაჩვენებლი ყველაზე დაბალია, გარდა ამისა მოსწავლეების მხოლოდ 3 პროცენტი ფლობს სრულყოფილად ინგლისურსა და მათემატიკას.”
ლოს ალჟელესის საშუალო სკოლის მოსწავლეთა ერთი მესამედი ინგლისური ენის შემსწავლელ გაძლიერებულ კლასებს ესწრება. მიდგომა ყველგან თავისებურია. ორენოვანი სწავლება კალიფორნიის შტატში 1998 წელს, კანონში შესწორების შეტანის შემდეგ აიკრძალა.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ინგლისური ენის შემსწავლელთა აკადემიური სტანდარტები ისეთ მნიშვნელოვან საგნებში, როგორებიცაა მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები არასახარბიელოა.
ლოს ანჟელესის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი რამონ კორტინესმა, რომელიც ამერიკის განათლების მინისტრთან პრეს-კონფერენციას ესწრებოდა, განაცხადა, რომ მიესალმება ყველა სიახლეს, რომელიც ინგლისურის შემსწავლელთა სასიკეთოდ გაკეთდება. მისი თქმით, ქალაქის რამდენიმე სკოლაში არაამერიკელებს ინგლისურს შედარებით კარგად ასწავლიან.
“თუმცა ასევე მჯერა და ვიცი რომ ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მეზობელი უბნების ბავშვებზე, რომელბიც უფსკრულის წინაშე დგანან.”
ლოს ანჟელესში ნიუ-იორკის შემდეგ განათლების ყველაზე მძლავრი სისტემაა. ქალაქში ინგლისურის არმცოდნე 220 ათას ადამიანისთვის სპეციალური კლასებია შექმნილი. ჰარი პაჩონი, საჯარო პოლიტიკის პროფესორი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, ამბობს რომ ბევრი სტუდენტი ამ კლასიდან ამერიკაშია დაბადებული, მაგრამ სახლებში ისინი მშობლიურ ენებზე საუბრობენ.
“ისინი საუბრობენ ესპანურად, ჩინურად, კორეულად, ტაიზე, ზოგადად ლოს ანჟელესში გაეროს წევრი ქვეყნების ენებზე საუბრობენ.”
ოფიციალური ინფორმაციით ლოს ანჟელესში 90 ენაზე საუბრობენ.
პაჩონი იმ კვლევის თანაავტორი იყო, რომელმაც აჩვენა, რომ ინგლისურის შემსწავლელთა ერთი დიდი ჯგუფი მესამედან მერვე კლასის ჩათვლით სპეციალურ კლასებში ყავდათ. ის აღნიშნავს, რომ ფედერალურის სამსახურების წარმოამდგენლები ინგლისური ენის შესწავლის კრიტერიუმებს შეისწავლიან.
“რა არის მაღალი დონე? 50 პროცენტი ინგლისური, 40 თუ 60? და როგორ ხდება სტუდენტების კლასიფიკაცია?”
განათლების სისტემაში მომუშავე რუსლინ ალი ამბობს, რომ გამოძიება ასევე დააკვირდება თუ როგორ მუშაობენ მასწავლებლები, როგორი შეფასება აქვთ თავად მათ, როგორ არის მონაცემები შეგროვებული და ესაუბრებიან თუ არა სკოლის თანამშრომლები ბავშვების მშობლებს მათთვის გასაგებს ენაზე.
ლოს ანჟელესისი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ინგლისურის მსწავლელთა და ინგლისურად მოლაპარაკეთა შორის ინტერვალი, კოლეჯისა და მომავალი კარიერისთვის ცუდად მომზადებულ სტუდენტებს აყალიბებს. როსალიან ალი ამბობს, რომ ეს ქვეყანასაც ავნებს.
“ვფიქრობ, რომ ჩვენ განგაში უფრო ადრე უნდა აგვეტეხა. ის რაც ლოს ანჟელესში ხდება არამყარი ეკონომიკის მომასწავებელია.”
განათლების სფეროს ფედერალური ოფიცრები აცხადებენ, რომ ისინი განათლების დონის გასაუმჯობესებლად თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურ სამუშაოს ჩაატარებენ, მათი ეროვნების, სქესისა და რასის მიუხედავად. უახლოეს მომავალში ადამიანის უფლებების დონის შესახებ ამერიკის 30-მდე სკოლაზე ანგარიშები მომზადდება.