ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში არჩევნების შედეგები უცნობია


ერაყის ცენტრალურმა საარჩვევნო კომისიამ განაცხადა, რომ საარჩევნო ბიულეტენების 95/% დათვლილია. წინასწარი მონაცემებით ლიდერობენ პრემიერ-მინისტრ ნური ალმალიკის კოალიცია და აიად ალავის საერო შიიტთა კავშირი. კომისიამ უარით უპასუხანური ალმალიკის თხოვნას თავიდან გადაეთვალათ ბიულეტენები. კომისიის განცხადების თანახმად ისინი მზად არიან განიხილონ სერიოზული საჩივრები, მაგრამ არ აპირებენ ბიულეტენების თავიდან დათვლას. კომისია შედეგების გამოქვეყნებას პარასკევისთვის ვარაუდობს. ამ ფონზე ერაყის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბაღდადში განხორციელებული ორი ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათშორს პოლიციის ორი თანამშრომელი.

XS
SM
MD
LG