ვენესუელას და ბელარუსის ლიდერებმა მჭიდრო და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.
უგო ჩავესი და ალექსანდრ ლუკაშენკო ენერგეტიკის და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობაზე
შეთანხმდნენ. ამ ხელშეკრულების თანახმად, უკვე მაისში ვენესუელა ბელარუსს 8 ათას ბარელ
ნედლ ნავთობს მიაწოდებს. ლუკაშენკო-ჩავესის შეთანხმება თანამშრომლობას ბუნებრივი აირის
სფეროშიც ითვალისწინებს. ბელარუსელები ვენესუელაში კი მშენებლობის სფეროს განავითარებენ.
პოპულარული
1