ავღანეთში ყანდაარის პროვინციის გუბერნატორმა სამხედრო ძალების დახმარება მოითხოვა, მას შემდეგ რაც რეგიონში კამიკაძე ტერორისტების მხირდან ადგილი ჰქონდა რამდენიმე აფეთქებას. შაბათს მომხდარ ტერაქტს 35 ადამინი შეეწირა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 5 მძლავრი აფეთქების სამიზნეს ქალაქის მთავარი ციხე წარმოადგენდა.მსგავსი შეტევა 2008 წელსაც განხორციელდა, მაშინ თალიბების ძლისხმევით ასობით პატიმარი გაიქცა ციიხიდან. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ ამჯერად თალიბებმა საწადელს ვერ მიაღწიეს. ტერაქტების შედეგად 13 პოლიციელი და 22 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. 57 ადამინი დაშავდა.