ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ორი ახალი ბირთვული ობიექტის აგებას გეგმავს


თეირანი ურანის გასამდიდრებლად გათვლილი ორი ახალი ბირთვული ობიექტის აგებას იწყებს. ირანის სამთავრობო მედიაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელის ალი აკბარ სალეჰის განცხადებით, ახალი ობიექტების მშენებლობა მომავალ თვეს უნდა დაიწყოს. გასული წლის ნოემბერს ირანმა ურანის გასამდიდრებელი ათი ახალი ობიექტის აგების შესახებ განაცხადა. შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები დარწმუნებულნი არიან, რომ ირანი ბირთვული იარაღის მოპოვებას ცდილობს და თეირანს სამუშაოების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ირანი კი ამტკიცებს, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG