საბჭოთა კანონის მიხედვით ეს ხალხი ამ მიწებს არ ფლობდა, მაგრამ მათ მუდვივ მოხმარებაში იყო გადაცემული. ფიოდორ ცუგანკოვმა ნახევარი ცხოვრება ამ მცენარეების მოვლაში გაატარა.
"ორი სატვირთო მანქანით მიწა მოვიტანე. 10-15 წელიწადში აქ ედემის ბაღი გავაშენე. იმდენი ვაშლი გვქონდა, არ ვიცოდით სად წაგვეღო.”მოსკოვის მუნიციპალურმა მთავრობამ საბჭოთა დროს გაცემული ნებართვების ანულირება მოახდინა.
2 წლის წინ მთავრობამ წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა და სასამართლომ საქმე მთვარობის სასარგებლოდ გადაწყვიტა. მაგრამ რეჩნიკის ბევრმა მკვიდრმა სიცივის მიუხედავად ადგილის დატოვებაზე უარი განაცხადა.
“აქ სახლი არავის ჰქონდა. მე ფიცრული ავაშენე წვიმისგან თავშესაფარად და ეს იყო. მაგრამ დემოკრატიის მოსვლასთან ერთად მოსკოვის გარშემო სასახლეების მშენებლობა დაიწყეს. მაშინ დავფიქრდი, რატომ უნდა მქონდეს ფიცრული, მეორე მსოფლიო ომის ვეტერან კაცს, ამიტომ 12 წლის წინ ეს სახლი მეც ავაშენე”წლებთან ერთად ბევრმა მფლობელმა მიწის ნაკვეთი შვილს გადაულოცა, მაგრამ სახლები არ აუშენებიათ. ოფიციალური განცხადებით სახლები უნდა დაინგრეს და მიწა გათავისუფლდეს. მათი თქმით, ამ ადგილას ბუნებრივი სანადირო ნაკრძალი უნდა შეიქმნას. დეკემბერში დასანგრევად მოსული ბულდოზერების წინააღმდეგ ხალხმა ბარიკადები ააშენა და უკან გააბრუნა. ვიტალი ნიკიტინი ადგილობრივ საბჭოს მეთაურობს.
“ხალხს მიწა ბაღის გასაშენებლად და არა სახლების
ასაშენებლად გადაეცათ. მაგრამ მათ სახლები გარდა მდინარესთან პირადი ნაპირები
მოიწყვეს და მისასვლელი დაბლოკეს.
გაზაფხულამდე ჩვენ ადგილი უკანონო ნაგებობებისგან უნდა გავათავისუფლოთ. ჩვენ ამ ხალხს სახლების დემონტაჟში და
შემდეგ ნივთების ტრანსპორტირებაში
დახმარებასაც ვთავაზობთ.”
“მე მოხუცი ქალი ვარ და ბევრი აღარ დამრჩენია. თუკი ბულდოზერები დაბრუნდებიან მე მათ არ შემოვუშვებ, შეუძლიათ აქვე დამმარხონ.”
ბარიკადების მიუხედავად ბულდოზერები მაინც მოვიდნენ. ქალაქის მთავრობასთან შეჯახებისას ერთი სახლი დაინგრა და ერთი ადამიანის ჰოსპიტალიზირება მოხდა.
მთავრობის კრიტიკოსები მას საეჭვო კანონის თავის-და სასიკეთოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ. ევგენი ვოლკი მოსკოვის მემკვიდრეობის ფონდს ხელმძღვანელობს.“მოსკოვში ნებისმიერი საკუთრება-შენობა თუ მიწა- ბევრ ფულსა და კოლოსალურ შემოსავალს ნიშნავს. მთავრობაში და ბიზნეს სექტორშიც უამრავი ადამიანია , რომელიც მზადაა საკუთრება ნებისმიერი საშუალებით ხელში ჩაიგდოს და პირადი ინტერესისამებრ გამოიყენოს.”
რეჩნიკის მცხოვრებლების თქმით, მთავრობას მათთვის კომპენსაცია არ შეუთავაზებია. ბულდოზერების მოლოდინში ისინი ამბობენ, რომ ადგილიდან არ დაიძვრებიან.