ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანონმდებელს ანტი-ისლამური კომენტარებისთვის  ასამართლებენ


დღეს ჰოლანდიელი კანონმდებელი გირტ ვილდერსი ამსტერდამის სასამართლოში გამოცხადდა, სადაც მას ბრალად ედება მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება.

ვილდერსი ჰოლანდიის მემერჯვენე თავისუფლების პარტიას ხელმძღვანელობს. 2008 წელს ვილდერსმა დააფინანსა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „ფიტნა,“ რაც არაბულად „ღვთის რისხვას“ ნიშნავს. ფილმში გაკრიტიკებულია ისლამი და ყურანი. გასული წლის მარტში ფილმი ინტერნეტზე გავიდა, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მუსლიმთა საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

ვილდერსი ამტკიცებს, რომ მისი ანტი-ისლამური შენიშვნები გამოხატვის თავისუფლების ცნებით არის დაცვული.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა და საიმიგრაციო და ანტი-რასისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვილდერსის შენიშვნები დაგმეს.

XS
SM
MD
LG