პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ ამერიკის მსოფლიო პოლიტიკაში ჩართვას განსხვავებულ სახეს მისცემდა და მსოფლიოს პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად, ადმინისტრაციის პირველი წლის განმავლობაში , მსოფლიოს ყველა მიმართულებით დესპანები გაგზავნა. მაგრამ თეთრ სახლში გამართული კონსულტაციების ერთწლიანი მარათონი დეკემბერში დასრულდა, როცა პრეზიდენტმა ავღანეთში დამატებითი ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც პრეზიდენტი, ასევე სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უფრო კონსოლიდირებული საგარეო პოლიტიკის წარმოებაზე საუბრობდნენ. მას შემდეგ, რაც ქალბატონი კლინტონი სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დაამტკიცეს, მან ჟურნალისტებს მკაფიოდ ჩამოაყალიბებული არგუმენტი წარუდგინა იმის შესახებ, თუ როგორი განსხვავება იქნებოდა ახალი ადმინისტრაციისა და ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკას შორის.
ბატონმა ობამამ და ქალბატონმა კლინტონმა რთულ საერთაშორისო საკითხებზე სამუშაოდ გამოცდილი დიპლომატები შეარჩიეს. ავღანეთსა და პაკისტანში ამერიკის სპეციალურ წარმომადგენლად რიჩარდ ჰოლბრუკი დაასახელეს. ხოლო სენატის ყოფილი უმრავლესობის ლიდერი ჯორჯ მიჩელი პრეზიდენტს ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის საკითხებში წარმოადგენს.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ უარი განაცხადა პალესტინელების მიერ წამოყენებულ მოთხოვნაზე, რომელიც ირაელის მიერ უკანონო მშენებლობების შეწყვეტს გულისხმობდა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილე კურტ კემბელი ბირმაში ჩავიდა მოლაპარაკებების საწარმოებლად. ვიზიტის შემდეგ სამხედრო ხუნტა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ ლიდერთან მოჩვენებით დათმობებზე წავიდა, მაგრამ მისთვის ძირითადი მოთხოვნა, რომელიც შიდა პატიმრობის მოხსნა იყო, ჯერ კიდევ არ დაუკამყოფილებიათ. ამ ვიზიტის გამო კონსერვატორებმა ობამა მკაცრად გააკრეტიკეს და გულუბრყვილობაში დაადანაშაულეს.
ყოფილი პრეზიდენტი რეიგანის ადმინისტრაციის წარმომადგენელი რიჩარდ პერლი, განსაკუთრებით კრიტიკულად მიუდგა ობამას მოქმედებებს ირანთან მოლაპარაკებების წარმოების შესახებ. ბატონი პერლის თქმით:
„როდესაც ირანში რამდენიმეჯერ ჩადიხარ, ქვეყანაში,
რომელიც აგრძელებს ბირთვული პროგრამის განვითარებას, რომელიც აგრძელებს ტერორისტების
დაფინანსებას და ახლო აღმოსავლეთში მუდმივად იწვევს რეგიონალურ დესტაბილიზაციას, და
სხვათა შორის, ქვეყანა რომელიც საკუთარ ხალხს სასტიკად ექცევა, შენ კი ამ ქვეყანას
გამუდმებით ესაუბრები, გინდა თუ არა დროთა განმავლობაში ამით მას შენს მესიჯს უგზავნი.“
„როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა, გადავწყვიტე რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის ავღანეთში დამატებით 30 ათაში ჯარისკაცის გაგზავნა. 18 თვის შემდეგ კი ჩვენი ჯარები ავღანეთიდან გამოსვლას დაიწყებენ.“
და ბოლოს, კოპენჰაგენში ჩატარებული გარემოს დაცვის კონფერენციაზე პრეზიდენტის გამოსვლამ ის შედეგი ვერ გამოიღო, რომელსაც გარემოს დაცვის აქტივისტები იმედოვნებდნენ.მიუხედავად ამ ყველაფრისა, ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტი ძალიან რთული საკითხების გადაჭრას ცდილობს.ვილ მარშალი ერთ-ერთი ასეთი ანალიტიკოსია, რომელიც ამბობს, რომ:
„შეკითხვა იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ
არა პრეზიდენტი ქვეყნის მართვაში შეუპოვრობის გამოჩენას, და მისი სიტყვების სიმხნევე
დაემთხვევა თუ არა მის მოქმედებებს.“