ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი სინანულს გამოთქვამს,პარლამენტის მიერ მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურების ჩაგდების გამო.
დღეს ავღანეთის პარლამენტმა კარზაის მიერ წარდგენილი 17 კანდიდატურიდან 10 უარყო და ქვეყანა კვლავ მთავრობის გარეშე დატოვა. ეს მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების უკვე მეორე მცდლეობა იყო. შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები ჰამიდ კარზაის ურჩევენ მთავრობის ფორმირება თვის ბოლომდე მოახერხოს, როდესაც ლონდონში ავღანეთის საკითხზე დონორი ქვეყნების კონფერენცია გაიმართება.