გუშინ პაკისტანში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 95-ს მიაღწია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას განაგრძობენ. ტერაქტი ფრენბურთის მატჩის დროს მოხდა.
„კამიკაძე ტერორისტი დანაღმული მანქანით ხალხმრავალ ადგილას შევარდა და თავი აიფეთქა. იქ ბევრი ქალი და ბავშვიც იყო" - ამბობს ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელი
პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ტერაქტის სამიზნე შესაძლოა ახლოს მდებარე მეჩეთიც ყოფილიყო, სადაც რელიგიური ლიდერების შეკრება მიმდინარეობდა.