ამერიკის შეერთებული შტატების საცალო სავაჭრობიზნესს წინასაშობაო გაყიდვების დიდი იმედი აქვს. ამ დრომდე არსებული მონაცემებით მდგომარეობა იმედის მომცემია. ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, ავტომანქანებით, ნავთობითა და სამშენებლო მასალებით ვაჭრობის გამოკლებით, გაყიდვების მაჩვენებელმა ბოლო 5 თვის განმავლობაში იმატა.
მაგრამ ამ ფონზე მცირე ბიზნესებისდიდ ნაწილს მოუწიადახურვა, ვინაიდან მოსახლეობა მაინც სიფრთხილით უდგება ხარჯვას და უპირატესობას საბითუმო ვაჭრობის დიდ მაღაზიებს ანიჭებენ.
მიუხედავად იმისა
, რომქალაქ ვაშინგტონის გარეუბანში როკვილშიქუჩები გადატვირთულია მანქანებით და მოძრაობა შეუძლებელია,
ბოლო სამი წლის განმავლობაშიკომერციულმა ზონამ ამ უბანშისახეიცვალა. მდგომარეობა ამ მხრივ გაუარესდა.რესტორნები,
დიდი და პატარა მაღაზიების ნაწილიდაიკეტა
და მათ ნაცვლად აბრებია გამოკიდული რომელიც ფართის გაქირავების განცხადებას შეიცავს.
ამჟამად ამერიკელი მყიდველისთვის ყველაზე მთავარისაქონელზე დაბალი ფასებია. იმის გამო რომ მცირე ბიზნესის მფლობელს არ შეუძლია დიდი რაოდენობის საქონლის ერთბაშად შეძენა, შესაბამისად ფასების დაკლება მათთვისდიდ სირთულეს წარმოადგენს.
მიუხედავად ამისა პოლ ფანმა თავის მაღაზიაში მაინც გადაწყვიტა ფასების დაკლება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი მცირეშემოსავალზე ან საერთოდ მოგების გარეშე იმუშავებს. ამას გარდა ფანი იმაზეც წუხს, რომ მას არ შეუძლია ბანკიდან ბიზნეს კრედიტის აღება, რათა მეტი საქონელი შეიძინოს და მოახდინოს ბიზნესის რეკლამირება.
"მე მოვუწოდე ამ საფინანსო ინსტიტუტებს, კიდევ რამდენჯერმა გადახედონ იმას, თუ როგორ მოქმედებენ ისინი სესხის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გაცემის დროს."განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
პოლ ფანის განცხადებით, თუ 2010 წლისპირველ და მეორე კვარტალში მისი მაღაზია გადარჩება დახურვას, მაშინ უნდა ჩაითვალოს რომ ვაჭრობის სფეროში ყველაზე რთულ პერიოდიდან მისი ბიზნესი დააღწევს თავს.