2008 წლის ქართულ-რუსული ომის დროს რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებების გამოძიება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს რეგიონში ეთნიკური წმენდის ამბის ჩვენება.- ასეთი განმარტებაერთვის ამერიკისSundance Film Festival-ის www.sundance.org/festival. ოფიციალურ ვებ-გვერდზეერეჟისორების ოლგა კონსკაიასა და ანდრეი ნეკრასოვისფილმს, რომელიც საუკეთესო დოკუმენტური ფილმების ნომინაციაშია წარდგენილი.
“რუსულისგაკვეთილების” გადაღების იდეა ანდრეი ნეკრასოვს სპონტანურად არ მოსვლია. საქართველოს ამბის თხრობას, ის რუსეთის უშიშროების სამსახურების ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრე ლიტვინენკოს შესახებ გადაღებული ფილმის(“ლიტვინენკოს საქმე”) ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევს.
“ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ მეკითხებოდნენ,თუვინ იქნებოდა შემდეგი. ამას მოყვა უდანაშაულო ჟურნალისტების მკვლელობებიც, მაგრამარადემოკრატიული რეჟიმის ყველაზე დიდი მსხვერპლი საქართველო აღმოჩნდა. ამიტომ ჩემს საქმიანობაში ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ საქართველოზე ფილმისგადაღება ჯაჭვის ლოგიკურიგაგრძელება მგონია.”
2009 წლის გაზაფხულზე, ფილმის დასრულების შემდეგ რეჟისორი ოლგა კონსკაია მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. Sundance-ის ფესტივალზე ფილმის წაღება ანდრეის მარტოს, ფილმის პროდიუსერ გიორგი არველაძესთან ერთად უწევს.
“ეს ის შემთხვევაა, როდესაც “ A “ კლასის ფესტივალზე ეს თემატიკა გაჟღერდება. მოგეხსენებათ, იგივე აფხაზეთის ომის თემატიკა არც ერთ საერთაშორისო ფესტივალზე არ წარმოდგენილა. მე როგორც ქართველი ვამაყობ, რომ ჩემს ქართველ, რუს და ნორვეგიელ მეგობრებთან ერთად ამ თემატიკის ფილმი “Sundance”-ის ფესტივალზე მიგვაქვს.
ყველაზე ობიექტურ, არატენდენციურად შეფასებული ფესტივალის ჟიურის, რომლის არასაკონკურსო პროგრამაში მოხვედრაც კი დიდი პატივია, თავმჯდომარე და მისი დამაარსებელი ამერიკელი მსახიობი რობერტ რედფორდია. რუსი რეჟისორების ფილმი რეალურ ომზე 784 ფილმიდან რჩეულ 12-ში მოხვდა.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმადა ამერიკის კატოს ინსტიტუტის (www.cato.org) პროფესორმა ანდრეი ილარიონოვმა ფილმი ნახა და შეფასებები საკუთარ ბლოგზეც მოათავსა:
“ერთხელ ვთქვი, რომ ფილმი იმაზეა, თუ როგორ იღვიძებს ადამიანში ცხოველური და მხეცური.ბიოლოგებმა, რომლებიც ცხოველების ქცევებს სწავლობენდა ამ საუბარს შეესწრნენ ეს შეურაფხყოფად მიიღეს. შემისწორეს, რომცხოველები ასე არ იქცევიან. ამიტომ კიდევ დასაფიქრებალია, თუ რა შეფასება უნდა მივცეთ იმ ძალადობას, რომელიც არც ადამიანურში წერია და არც ცხოველურში, თუმცა ასახვა მაინც ადამიანების საქციელში ჰპოვა. ფილმის ყურება ძნელია, მაგრამ ის იმ გამონაკლისთა შორისაა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს, პირველ რიგში საერთაშორისო საზოგადოებამ”.- განაცხადა ილარიონოვმა ჩვენთან საუბრისას.
“რუსულის გაკვეთილებს” 21-დან 31 იანვრის ჩათვლით იუტას შტატში, ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში ამერიკელებს “ჩაუტარებენ”.
“ფილმის სახელწოდება მაშინ მომივიდა აზრად, როდესაც გორში, ომის შემდეგ განადგურებულ პირველივესახლში შევედი და ჭურვის აფეთქების შედეგად მიმოფანტულნივთებს შორის სკოლის მე-5 კლასის მოსწავლის რუსულის რვეულს წავაწყდი. ყველაფერ იმას შორის რაც რუსულმა ჭურვმა ჩაიდინა იყო უდანაშაულო ბავშვის რუსულისრვეული. ეს ნიშნავს რომ ორ ერს შორის ურთიერთობას ადამიანურ დონეზე დაკარგვა არ უწერია. მაგრამ არის მეორე მხარე, იმპერიალისტური რუსეთის გაკვეთილები, რომელიც საშინაო პრობლემების კომპენსირების მიზნით, მეზობელ ქვეყნებს ესხმის თავს.”
ხაზი, რომელიც საქართველოს დეფაქტო სამხრეთ ოსეთისგან აშორებს, რუსეთმა, ვენესუელამ და ნიკარაგუამ საზღვრად ცნეს. ხაზზე გავლა ნეკრასოვს არ გაჭირვებია, მაგრამ რუსეთში ჩასვლა რისკის ფასად უჯდება.
“არაფრის მხოლოდ გონებასუსტს ეშინია, ხანდახან რუსეთში შიში მიპყრობს, თავს ძალიან პატარად ვგრძნობ უზარმაზარი ბოროტების მანქანის წინაშე. შენს თავში არსებულ სიმართლეს სიცოცხლის რისკის გარეშე დღევანდელ რუსეთში ვერ გამოხატავ, სიმართლის თქმა უკვე რისკია, თუმცა სიამოვნება რისკზე უკეთესია. “
"რისკის ფასი სიამოვნების" ხილვის საშუალება საერთასორისო საზოგადოებას 21-31 იანვრის განმავლობაში ამერიკის დამოუკიდებელი, Sundance Film Festival-ის ფარგლებში ექნება.