ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი არ აპირებს დამატებითი საჯარისო ნაწილების გაგზავნას ავღანეთში


თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ერდოღანი ვაშინგტონში ჩამოდის, სადაც, როგორც მოსალოდნელია, იგი განმარტავს თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებას რომლის თანახმადაც თურქეთი არ აპირებს ავღანეთში დამატებითი საჯარისო ნაწილების გაგზავნას.

გუშინ ამერიკაში გამგზავრებამდე ბატონმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები, როცა თურქეთის სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში 1,750 ჯარისკაცამდე გაზარდა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ თურქეთის სამხედროები კვლავინდებურად გააგრძელებენ ავღანეთის უშიშროების ძალების მომზადებას.

დღეს ვაშინგტონში დაგეგმილია ბატონი ერდოღანის შეხვედრა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან.

გასულ კვირას, ბატონმა ობამამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ავღანეთში დამატებით 30,000 ჯარისკაცს აგზავნის და რომ ვაშინგტონს სურს, რომ სხვა სახელმწიფოებმაც შეიტანონ თავისი წვლილი ავღანეთის სტაბილიზაციაში.

XS
SM
MD
LG