ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს პოზიცია უცვლელია


საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანება ა.წ დეკემბერში ნატო-საქართველოს და ნატო-უკრაინის კომისიების შეხვედრებზე განხილული არ იქნება, განაცხადა სამშაბათს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პრესმდივანმა ჯეიმს აპატურაიმ.

კომისიების შეხვედრა დეკემბრის დასაწყისში ბრიუსელში გაიმართება და ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციას დაემთხვევა.

აპატურაის განცხადებით, ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის კეთილ ნებას უკრაინისა და საქართველოს ალიანსში მიღების შესახებ, თუმცა, ეს სურვილი მაშინ განხორციელდება, როცა ორივე ქვეყანა ნატოს წევრობისთვის მზად იქნება. ამასთანავე უცვლელია ალიანსის პოზიცია საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში განიხილვას განაცხადა აპატურაიმ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მედვედევ-სააკაშვილის შეთანხმების პუნქტები შესრულდება.

XS
SM
MD
LG