ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეითსი კომენტარს აკეთებს ობამას ახალ სტრატეგიაზე ავღანეთში


როგორც აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა აპირებს ავღანეთის მიმართ ახალ სტრატეგიაზე საუკეთესო ინიციატივების კომბინირებას, კერძოდ იმ ინიციატივებისა, რომლებიც მას ეროვნული უშიშროების საკითხებში სპეც-ჯგუფმა გააცნო. პრეზიდენტმა ობამამ მისი მრჩევლებს განკარგულება მისცა შეისწავლონ ის საკითხი თუ როდის და რა გზით არის შესაძლებელი უშიშროების დარგში მართვის სადავეების გადაცემა ავღანეთის მთავრობისადმი. როგორც გეითსმა აღნიშნა პრეზიდენტის მთავარი მიზანია დაანახოს მეამბოხეებს ავღანეთში ის, რომ აშშ დეტერმინირებულია დაამარცხოს ექსტრემიზმი ავღანეთში, თუმც ამავე დროს ცდილობს ავღანელ ხალხს ისიც დაანახოს, რომ ამერიკის კარის ავღანეთში ყოფნა განუსაზღვრელი დროით ვერ გაგრძელდება. ავღანეთში აშშ-ს ელჩმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დამატებითი ამერიკული სამხედრო ძალების გაგზავნის იდეა.

XS
SM
MD
LG