ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ღორის გრიპისგან ოთხმოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა


უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის მთავრობას ღორის გრიპის ეპიდემიის უგულვებელყოფაში სდებს ბრალს. ვიქტორ იუშჩენკომ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს მთავრობას ეპიდემიასადმი დანაშაულებრივი გულგრილობით მიდგომაში დასდო ბრალი. აღსანიშნავია, რომ გრიპს უკრაინაში უკვე ოთხმოცზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრეზიდენტის თქმით, მან უკრაინის გენერალურ პროკურორს იმის გამოძიება დაავალა თუ რატომ მოაწყეს ტიმოშენკომ და მისმა მომხრეებმა გასულ თვეს კიევში ფართომსაშტაბიანი დემონსტრაცია, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ექსპერტები მათ აფრთხილებდნენ, რომ ღორის გრიპის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხალხმრავალი ღონისძიების მოწყობისგან თავი შეეკავებინათ. იუშჩენკოს თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა ხალხის კეთილდღეობა პოლიტიკურ მიზნებს შეწირეს. თანაც მისი თქმით: -ახლა როდესაც ეპიდემია უკვე მოედო ქვეყანას, მთავრობა შესაბამის ზომებს არ მიმართავს.

XS
SM
MD
LG