ირანის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ცნობის თანახმად ქვეყნის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უახლესი ტიპის ცენტრიფუგა დამონტაჟდება ირანის ერთ-ერთ ბირთვულ ობიექტზე. ამ ოფიციალური პირის თქმით ირანს იმედი აქვს, რომ უახლესი ცენტრიფუგების გამოყენებით უფრო ეფექტურად შესძლებს ამ ობიექტებზე ურანის გამდიდრებას. აშშ და სხვა დასავლური სახელმწიფოები ამტკიცებენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შემუშავებას ცდილობს. ირანი კი ამაზე პასუხობს, რომ იგი მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის იყენებს და იგი მზად არის საერთაშორისო ინსპექტორები დაუშვას ზემოხსენებულ ბირთვულ ობიექტზე, რომელიც შიიტთა წმინდა ქალაქ ქომის შორიახლოსაა განლაგებული. ამჟამად ამერიკელი კანონმდებლები ბჭობენ იმის თაობაზე დაუწესონ თუ არა ირანს დამატებითი სანქციები.
პოპულარული
1