გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით კანცლერი ანგელა მარკელი ნოემბერში ამერიკის კონგრესში გამოვა სიტყვით. მარკელი გერმანიის მეორე ლიდერია, რომელიც 1950 წლის შემდეგ კონგრესს მიმართავს.
მთავრობის წარმომადგენლის ტომას სტეგის თქმით, კანცლერი 3 ნოემბერს სიტყვით მიმართავს როგორც სენატს ასევე წარმომადგენელთა პალატას. გამოსვლიდან ერთ კვირაში გერმანია ბერლინის კედლის გდანგრევიდან ოცი წლისთავს აღნიშნავს.
სტეგის განცხადებით, მარკელი პრეზიდენტ ობამასაც შეხვდება. კანცლერი ამერიკელ კანონმდებლებს კონგრესისი სპიკერის ნენსი პელოსის მოწვევით შეხვდება. ბოლო კანცლერი, რომელიც ამერიკის კონგრესს ეწვია კონრად ადენაუერი იყო. მან კონგრესს 1957 წელს მიმართა სიტყვით.