შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი უარყოფს მისი კრიტიკოსების განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროპის რეკეტ-საწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის დამონტაჟების გეგმის შეცვლა რუსეთთან დათმობაზე წასვლაა.
გეიტსმა ობამას ადმინისტრაციის ახალი სტრატეგია დაიცვა, რომელიც თეთრი სახლის მიერ სწორედ მისი რეკომენდავციით იყო მიღებული. სტრატეგიის შეცვლა იმაში მდგომარეობს, რომ აქამდე არსებული გეგმა რაკეტსაწინააღმდეგო სახმელეთო თავდაცვითი სისტემა შეიცვალოს საზღვაო და სახმელეთო პროგრამით.
გეიტსის თქმით, ახალი გეგმა შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს საკუთარი ინტერესები და მისი ალიანსის წევრები ირანიდან გასროლილი რაკეტებისგან რამდენიმე წლით იმაზე ადრე დაიცვას, ვიდრე თავდაპირველი გეგმით იყო გათვალისწინებული.
გეიტსმა განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მთლიანად უარს ამბობს ევროპაში რეკეტ-საწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის დამონტაჟებაზე, ან კარგად არ არის ინფორმირებული და ან ცდილობს არასწორი ინფორმაცია გაავრცელოს.
თავდაცვის მდივნის განცხადებით, საზღვაო გამანადგურებელი რაკეტები 2011 წელს იქნება გაშვებული ოკეანეში და ოთხი წლის შემდეგ მსგავსი სახმელეთო სისტემები სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში დამონტაჟდება.