ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეში გრძელდება ძალადობა ადამიანის უფლებების დამცველების წინააღმდეგ


ახლახანს, შეერთებული შტატები ევროკავშირთან ერთად მედიის თავისუფლების დარგში ეუთოს წარმომადგენელს მიკლოშ ჰარასტის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას შეუერთდა.

13 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში ბატონმა ჰარასტიმ „რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა პასუხისმგებლობა აიღონ ჯურნალისტებისა და ადამიანის უფლებების აქტივისტების წინაღმდეგ ძალადობის აღსაკვთად. “

სიტუაცია განსაკუთრებით სავალალოა ჩრდილოეთ კავკასიაში. 15 ივლისს ნატალია ესტემიროვა ჩეჩნეთის დედაქალქ გროზნოში საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს და იმავე დღეს მეზობელ რესპუბლიკაში - ინგუშეთში - ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული აღმოაჩინეს. ესტემიროვას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო დონეზე აღიარებული მოღვაწე და რუსეთის ადამიანის უფლებების მემორიალური ცენტრის საბჭოს წევრი იყო. მას რუსეთის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა ჰქონდა გამოძიებული და ახლო პროფესიული ურთიერთობაც გააჩნდა ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიასთან და ადამიანის უფლებების ცნობილ იურისტთან სტანისლავ მარკელოვთან. პოლიტკოვსკაია 2006, ხოლო მარკელოვი 2009 წელს მოკლეს.

ნატალია ესტემიროვას სიკვდილიდან სამი კვირის შემდეგ ზარემა სადულაიევა და მისი მეუღლე ალიკ ჯაბრაილოვი გროზნოში მათი ოფისიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს და ისინიც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულები აღმოაჩინეს 11 აგვისტოს. სადულაიევა და ჯაბრაილოვი ადამიანის უფლებების აქტივისტები იყვნენ, რომლებიც საქველმოქმედო ორგანიზაცია - გადაარჩინე თაობაში - მუშაობდნენ. ორგანიზაცია ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამებზე მუშაობდა.

იმავე დღეს, დაღესტანში ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორი აბდულამალიკ ახმედილოვი მოკლეს. ის სამართალდამცავ სტრუქტურებს ხშირად აკრიტიკებდა ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით.

ახმედილოვის მკვლელობა დაღესტანში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჟურნალისტების მკვლელობების სერიის ბოლო შემთხვევაა. ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტი აბდულა ალიშაევი 2008 წლის სექტემბერში მოკლეს. ალიშაევის მკვლელობას 6 თვით ადრე წინ უძღოდა მისი კოლეგის გაჯი აბაჩილოვის მკვლელობა. ხოლო 2005 წლის ივნისში დაღესტანის ყველაზე დიდ ყოველკვირეული გაზეთის ჟურნალისტი მაჰმეძაგიდ ვარსილოვი იქნა მოკლული.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სახელზე გაგზავნილ წერილში, ეუთოს წარმომადგენელი წერს „ქვეყანამ საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ რუსეთის ფედერაციაში ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების აქტივისტების წინააღმდეგ გამართული კამპანისს არსებობა მიუღებელია. “

ეუთოში შეერთებული შტატების რწმუნებულის, ქალბატონ კაროლ ფიულერის განცხადებით“ ძალზედ შემაშფოთებელია იმ ადამიანების მიმართ ძალადობის გამოყენების ფაქტები, ვინც ადამიანების უფლებებს, კანონის უზენაესობასა და თავისუფალი მედიის დაცვას ცდილობს. ეს დანაშაულები მანამ გაგრძელდება, სანამ რუსეთის მთავრობა აქტიურად არ ჩაატარებს სრულ და გამჭირვალე გამოძიებას და ამ საშინელი დანაშაულების ჩამდენებს პასუხისგებაში არ გადასცემს. ეუთოს წარმომადგენელ ჰარასტისთან ერთად, რუსეთის მთავრობას მოვუწოდებთ დაუყოვნელბლივ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული ამ კრიზისის დასამთავრებლად, კრიზისისა, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება.“

XS
SM
MD
LG