თეთრი სახლი და კონგრესი ურთიერთთანამშრომლობს ჯანდაცვის სისტემის ალტერნატიული რეფორმის შემუშავებისთვის. დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შაბათის მიმართვაში განაცხადა რომ ჯანდაცვის რეფორმის შესახებ გრძელი და მნიშვნელოვანი დებატები უნდა დასრულდეს და ქვეყანამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით.
ჯანდაცვის რეფორმის განხილვისას პრეზიდენტი ასევე შეეხო არალეგალი იმიგრანტების თემას. რესპუბლკელებს სურთ რომ დაზღვევა მხოლოდ ამერიკაში ლეგალურ მაცხოვრებლებს მიეცეთ, ხოლო დემოკრატები თვლიან რომ ეს ზედმეტ ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს შექმნის.