ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვლადიმირ პუტინი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს გმობს


მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღის სამოცდაათი წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით პოლონეთში სტუმრად მყოფმა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი დაგმო. ვარშავაში პუტინი პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტასკს და ნიდერლანდების, ფინეთის, ბულგარეთის, ხორვატიის და სლოვენიის პრემიერებსაც შეხვდება. პოლონური გაზეთის “გაზეტა ვიბორსცას” დღევანდელ გამოშვებაში ნათქვამია, რომ პუტინმა დაგმო გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1939 წელს დადებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი და მას უზნეო უწოდა. ამ პაქტის თანახმად, საბჭოთა კავშირი და გერმანია ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ზოგი ქვეყნის გაყოფაზე შეთანხმდნენ. ისტორიკოსები თვლიან, რომ სწორედ ამ პაქტმა გახადა შესაძლებელი 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანიის შეჭრა პოლონეთში და ბიძგი მისცა მეორე მსოფლიო ომის დაწყებას. პუტინი კი აცხადებს, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდაჭერის არ არსებობის გამო საბჭოთა კავშირი იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის პრემიერმა 1940 წელს კატინის ტყეში საბჭოთა უშიშროების ძალების მიერ ათასობით პოლონელი სამხედროს ამოხოცვის ფაქტს დანაშაული უწოდა

XS
SM
MD
LG