ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება


სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება ოჯახების გაერთიანების თაობაზე

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის წითელი ჯვრის დელეგაციებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება იმ ოჯახების გაერთიანობის თაობაზე, რომლებიც 1950-1953 წლებში კორეის ომის შედეგად ერთმანეთს იძულებით ჩამოცილდნენ.

კიმ ყანგ ჩოლი, სამხრეთ კორეის წითელი ჯვრის ოფისის გენერალური მდივანი, ხელმძღვანელობს სამწევრიან დელეგაციას, რომელიც სტუმრობს ჩრდილოეთ კორეაში კუმგანგის მაღალმთიან კურორტს, სადაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. კიმის თქმით ოჯახების გაერთიანების საკითხი მოლაპარაკების განრიგის ყველაზე მთავარი თემა იქნება სხვა ჰუმანიტარულ საკითხებთან ერთად.

ეს პირველი მოლაპარაკებაა ორ ქვეყანას შორის ორი წლის მანძილზე და ბოლო მაგალითია ფხენიანის მიერ სეულის მიმართ გადადგმული შემრიგებლური ნაბიჯების სერიიდან.

სამშაბათს ფხენიანმა აღადგინა პირდაპირი სატელეფონო კავშირი სამხრეთ კორეასთან. აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩრდილოეთ კორეამ შეწყვიტა სამხრეთ კორეასთან სატელეფონო კავშირი და აკრძალა ოჯახების გაერთიანება სამხრეთ კორეის ეგრედ წოდენული “მტრული” პოლიტიკის გამო.

ჩრდილოეთ კორეამ შეწყვიტა ოჯახების ძალზედ ემოციური გაერთიანება იმის შემდეგ რაც ლი მუნგ ბაკმა 18 თვის წინ დაიკავა პრეზიდენტის სავარძელი სამხრეთ კორეაში და დაამთავრა უპირობო ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა ჩრდილოეთ კორეაში. ბატონი ლის მაშინდელი მოთხოვნა იყო ის, რომ ჰუმანიტარული დახმარების სანაცვლოდ ფხენიანს უნდა ეჩვენებინა პროგრესი ბირთვული განიარაღების საკითხზე.


XS
SM
MD
LG