საქართველოს მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სოხუმდან მომავალი ორი სატვირთო
ხომალდის დაკავებამ აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის უკმაყოფილება გამოიწვია. პანამისა
და კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი გემები უკანონო გადაზიდვებს აწარმოებდნენ აფხაზეთის სეპარტისტულ რეგიონში რის გამოც 17 და 20 აგვისტოს დააკავეს. კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავ გემს შავი ლითონის ჯართი
გადაჰქონდა კონტრაბანდის სახით ხოლო მანამდე დაკავებულ პანამის დროშით მოცურავე გემს კი
საწვავი. სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა
მინისტრი სერგეი შამბა დაიმუქრა რომ ტვირთის დასაცავად ისინი შესაბამის ძალას გამოიყენებენ. მსგავსი მუქარა გუშინ სერგეი ბაღაპშმაც გაახმოვანა.
პოპულარული
1