ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კავკასიაში ძალადობები გრძელდება


რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით გუშინ ღამის განმავლობაში 4 პოლიციელი და 5 მეამბოხე დიღუპა ჩეჩნეთსა და დაღესტანში.

მათივე განცხადებით 4-ივე პოლიციელი ჩეჩენია. დაჭრილია კიდევ 4 პოლიციელი. შეტაკება გროზნოს გარეუბანში მოხდა, როდესაც პოლიციელები ცდილობდნენ 2 შეიარაღებული პირის სახლიდან გამოყვანას. ორივე მეამბოხე სროლების დროს დაიღუპა.

გროზნოს სამხრეთით კიდევ ერთ შეტაკებას ჰქონდა ადგილი სადაც, 5 ძალოვანი დაიჭრა.

კიდევ ერთ ინცინდენტს დაღესტანში ჰქონდა ადგილი. ქალაქ მახაჩკალას დასავლეთით პოლიციამ 3 მეამბოხე მოჰკლა., მაშინ როდესაც საგუშაგოზე მათ მანქანის გაჩერება და საბუთების წარდგენაზე უარი განაცხადეს.

XS
SM
MD
LG