ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაუჩინარდა რუსული სატვირთო გემი


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა ყველაფერი იღონოს ევროპის წყლებში გაუჩინარებული რუსული სატვირთო გემის ეკიპაჟის მოსაძებნად.

ბრიტანეთის მედიის განცხადებით მალტის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი არქტიკის ზღვაში მეკობრეებმა გაიტაცეს. გემზე 15 რუსი მეზღვაური იმყოფებოდა. უკანასკნელად გემის ეკიპაჟი 28 ივლისს გავიდა ხაზზე.

ხე-ტყით დატვირთული ხომალდი ფინეთიდან ალჟირში მიცურავდა. 24 ივლისს გემზე 10 შეიარაღებული კაცი ავიდა, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლის სამსახურის წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს.

XS
SM
MD
LG