ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ჰიუმან რაითს ვოჩი” სომხეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს


ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია სომხეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ მთავრობამ ცალმხრივად გამოიძია 2008 წლის სისხლიანი საპროტესტო აქციის დარბევა. "ჰიუმან რაითს ვოჩი" იტყობინება, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ათობით ოპოზიციონერი დააკავა და სასჯელი ხშირად პოლიტიკურად მოტივირებული საბაბით მიუსაჯა მათ. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ვერ გამოიძია პოლიციის როლი ამ დანაშაულში. ანგარიშში, რომელიც "ჰუმან რაითს ვოჩმა" დღეს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ პოლიციამ ძალა გადამეტებით გამოიყენა, ცემა დემონსტრანტები და იარაღი დამიზნების გარეშე გამოიყენა.

"ჰუმან რაითს ვოჩის" განცხდებით, ამასთან, სომხეთის ხელისუფლებას არავინ დაუსჯია ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის. 2008 წელს, ერევანში მომხდარ არეულობას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხერპლა.


XS
SM
MD
LG